четверг, 13 июня 2019 г.

,,თანამშრომლობითი სწავლების როლი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში”



                       სასწავლო პრაქტიკის  კვლევა



საკვლევი თემა:
,,თანამშრომლობითი სწავლების   როლი საბუნებისმეტყველო საგნების   სწავლების ხარისხის   გაუმჯობესების პროცესში
  

სსიპ სამტრედიის #12 საჯარო სკოლა
                          
                          პედაგოგები:  ნინო ონიანი , გულნარა ონიანი








2018-2019 სასწავლო წელი
სარჩევი

თავი I


1.1     ესავალი


      არცერთ განათლების სისტემას არ შეუძლია იყოს უკეთესი მასში მომუშავე მასწავლებლებზე.  ამა თუ იმ ქვეყნების წარმატება პირდაპირ უკავშირდება სწავლების ხარისხს. ამდენად, რა მიზანიც არ უნდა დაისახონ განათლების მინისტრებმა და განათლების მესვეურებმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გარეშე ვერცერთი მიზანი ვერ მიიღწევა. მოსწავლის ინდივინდუალური შესაძლებლობების სრული გამოვლენა, მისი ინდივიდუალიზმის ძიება შემეცნებით ლაბირინთში პედაგოგის მთავარი გამოწვევაა. ყოველივე ამის გამო ჩვენი სკოლის მასწავლებლები ვცდილობთ, მეტი ისეთი აქტივობა დავგეგმოთ, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის საკლასო ოთახს.
     სკოლაში უპირველესი ნაბიჯი მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაა, შემდეგ კი მასწავლებლის. ყოველივე ამის შემდეგ კი იკვრება უხილავი ცოცხალი სივრცე მოსწავლეს, მასწავლებელსა და მათ საჭიროებას შორის. ყოველივე ზემოთ თქმულიდან და ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ  სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში თანამშრომლობითი მუშაობის როლი უკეთ შევისწავლოთ და მეტი ეფიქტიანობით გამოვიყენეოთ სასწავლო პროცესში.
    ჩვენი სკოლის მასწავლებელები ვცდილობთ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში განვახორციელოთ ისეთი ეფექტური აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის პიროვნულ ზრდას და აკადემიურ წარმატებას. ამიტომაც ვცდილობთ აქტიურად ვიყოთ ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში და მის ფარგლებში  ვაწარმოვეთ კიდეც გამოყენებითი კვლევის პროცესი.
      როგორც ვიცით,  განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს.  ჩვენს კვლევას არა აქვს ფუნდამენტური კვლევის წარმოების ამოცანა, რომლის მიზანიც იქნებოდა მეცნიერული ცოდნის გაღრმავება ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი ტექნოლოგიების ახსნა.  წინამდებარე კვლევა წარმოადგენს გამოყენებით პრაქტიკულ კვლევას, რომლის მიზანიც უკვე არსებული თეორიებისა და ტექნოლოგიების პრაქტიკაში უფრო ეფექტური დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს. პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ, მიდგომას და  მის განხორციელებას მკლევარების, პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების ერთობლივი ძალიხმევით.      
         კოლეგებთან ერთად ვიკვლევთ მეთოდებს, რომელიც დაგვეხმარება უკეთ ვასწავლოთ მოსწავლეებს. ვსაუბრობთ გამოწვევებზე და უპირატესობებზე, თუ რომელი მიდგომა აჯობებს, ვიკვლევთ თითოეულის აზრს, ვმართავთ დისკუსიას თემაზე – როგორ უნდა გააუმჯობესოს მასწავლებელმა სწავლების ტექნიკა, სწავლების რესურსი და ვითვალისწინებთ სწავლების საუკეთესო მაგალითებს.
       თანამშრომლობითი მიდგომა ყველა პრობლემური სიტუაციის შემცირების ინსტრუმენტს წარმოადგენს და ხელს შეგვიწყობს სასურველი შედეგის მიღწევაში. ამიტომ სკოლის ორი მასწავლებელი ბიოლოგიის გულნარა ონიანი და ქიმიის მასწავლებელი ნინო ონიანი გავერთიანდით  და ერთად ვაწარმოეთ პრაქტიკული კვლევა ,,თანამშრომლობითი სწავლების   როლი საბუნებისმეტყველო საგნების   სწავლების ხარისხის   გაუმჯობესების პროცესში”  სწავლების საშუალო საფეხურზე.

        1.2  საკვლევი   საკითხის   მიმოხილვა


 თანამშრომლობითი მუშაობის როლი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების  სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში და მოსწავლეთა  თავისებურებებთან  დაკავშირებული   პრობლემები.
    სკოლაში  მასწავლებლთა მხრიდან ხშირია  საუბარი იმის შესახებ,  რომ ტრადიციული მეთოდებით ჩატარებულ გაკვეთილებზე ხშირად ჭირს მოსწავლეებში მაღალი მოტივაციის  შენარჩუნება. როცა გაკვეთილი მოსწავლისთვის უინტერესოა, მაღალი შედეგებისათვის ზრუნვა აზრს კარგავს. მასწავლებლის ვალია, ყველა გაკვეთილი მოსწავლისთვის საინტერესო მეთოდებით გაამდიდროს და ისე დაგეგმოს, რომ გაკვეთილის ბოლომდე მოსწავლე იყოს მოტივირებული, რათა მოსწავლის შესაძლებლობები სრულად იქნას გამოვლენილი.
    ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს და ვითარდება მეგობრებთან ერთად ურთიერთობის დროს. ამ დროს ბავშვი ხდება ჯგუფის წევრი, სწავლობს სხვებისა და საკუთარი მოქმედებებისა და ქცევის შეფასებას. თანამშრომლობითი მუშაობა ასწავლის ბავშვს ურთიერთობებს, ყურადღებას, საკუთარი აზრების სწორად გამოხატვასა და დიალოგის წარმართვას. თანამშრომლობითი მუშაობა ბავშვს ასწავლის გარკვეული დადგენილი პირობითი ნორმებისადმი დამორჩილება-დაქვემდებარებას. და ბოლოს -ნებისმიერ ინფორმაციას ბავშვი ყველაზე კარგად ითვისებს სწორედ თანამშრომლობითი მუშაობისას. ამიტომაც სწავლების ერთ-ერთ ფორმებად  განათლების სისტემაში აღიარებულია სწორედ თანამშრომლობითი მუშაობა.
   თანამშრომლობითი მუშაობით მიღებული ცოდნა ყველაზე მდგრადია - ცნობილია, რომ ყველაზე უკეთ გვამახსოვრდება ის ინფორმაცია, რომელიც დადებით ემოციებთან ასოცირდება.  ამ დროს სწავლა ბავშვისთვის ბუნებრივია, სახალისო და უფრო მეტს სწავლობს ბავშვი, უფრო მეტს მოითხოვს.  ჩვენი ამოცანაა შევუწყოთ მას ხელი ამ მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში, შევუქმნათ საინტერესო გარემო და მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.
      სკოლაში მასწავლებლები ხშირად  განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება სასურველი შედეგების მიღება თანამშრომლობითი მუშაობის საშუალებით.  ეს პრობლემა მნიშვნელოვნია თითოეული ჩვენგანისთვის და სკოლის  მასწავლებელთა დიდ ნაწილისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა ჩვენი პროფესიული ზრდისთვის,  ჩვენი მოსწავლეების შესაძლებლობის სრული რეალიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევა გამომდინარეობს   X და XI კლასის მოსწავლეთა და პირადად ჩვენი საჭიროებიდან.
   კველევის ფარგლებში მასწავლებლები მოვნახავთ პასუხს კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება  თანამშრომლობითი მუშაობა გავხადოთ უფრო ეფექტური და მოსწავლეებმა  აჩვენონ  მაღალი  შედეგები  სწავლაში.
   
  



 1.3. პრობლემის გამომწვევი სავარუდო მიზეზები


        ქიმიის და ბიოლოგიის სწავლება სიმბოლოების, ფორმულების, ამოცანების და დებულებების ფონზე რთულად ითვლება. მოსწავლეთა დაინტერესებას და მათი მოტივაციის გაზრდას დიდი ძალისხმევა სჭირდება მასწავლებლის მხრიდან.
  ტრადიციული მეთოდებით ჩატარებულ გაკვეთილებზე ხშირად ჭირს მოსწავლეებში მაღალი მოტივაციის შენარჩუნება, რაც განპირობებულია იმით, რომ ზოგიერთი          გაკვეთილი არის რთულად გადმოსაცემი,  ხშირად მოსწავლეებს ავიწყდებათ, რას სწავლობენ.  გაკვეთილი თუ მოსაწყენია, მოსწავლეები კარგავენ სწავლის სურვილსა და ნებისყოფას. მასწავლებლის ვალია, გაკვეთილი ჰქონდეს ისე დაგეგმილი, რომ მოსწავლემდე იყოს მიტანილი როგორც სასიამოვნო, ასევე საინტერესო და მიმზიდველი სახით.
  მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მოქნილი აზროვნების მქონე, როცა მას შეუძლია ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ, განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენება. ამას უწოდებენ ტარანსფერს. დ უზნაძის აზრით (უზნაძე, 1967)  აზროვნებას ახასიათებს გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური  ამოცანის  გადაჭრა.  აზროვნების ერთხელ ნასწავლი ხერხი ანალოგიურ ახალ ამოცანაზე გადააქვს.  ჩვენ ძალიან ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, როცა მოსწავლე ძალიან კარგად სწავლობს მათემატიკას, მაგრამ ხშირად ქიმიის გაკვეთილზე თავიდან გვიხდება მოსწავლეებისათვის მათემატიკის სწავლება, იმდენად უჭირთ მათემატიკაში მიღებული ცოდნის ტრანსფერი სხვა სიტუაციაში.
      სასწავლო პროცესი ზოგჯერ ვერ ასრულებს მის ძირითად დანიშნულებას, რომელიც გარდა სასწავლო შინაარსის დამახსოვრებისა, მოიცავს უნარების განვითარებას, მათ შორის ცოდნის ტრანსფერისა და ახალი ცოდნის კონსტრუირების უნარების განვითარებას. ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება თითოეული ჩვენი სკოლის მასწავლებლისგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს.
        მასწავლებლის საქმიანობაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომ სწავლა არ იყოს მოსაწყენი.  ამისთვის უნდა მოხდეს ისეთი ეფექტური, ინტერაქტიური გარემოს გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას და მათ აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში. ამას ჩვენი აზრით მივაღწევთ თანამშრომლობითი სწავლების მეტად გააქტიურებით. ამით შესაძლებელი იქნება მიღებული ცოდნის აქტივაცია და ახალი ცოდნის შეძენა, ასევე ცოდნის ტრანსფერისა და ახალი ცოდნის კონსტრუირების უნარების განვითარება.


1.4 კვლევის მიზანი-  მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სწავლების საშუალო საფეხურზე  


    კვლევის მიზანია კვლევაში ჩართულმა პირებმა დეტალურად შევისწავლოთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების  სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში თანამშრომლობითი მუშაობის  როლი, გავეცნოთ მასთან  დაკავშირებულ სირთულეებს და გამოვნახოთ პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზები, რაც პედაგოგებს დაგვეხმარება მოსწავლეებში ჯანსაღი სოციალურ-სასწავლო ატმოსფეროს შექმნაში, რაც რეალურად გააუმჯობესებს  მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას.
   შესაბამისი კვლევის ჩატარება ნათლად დაგვანახებს თუ რა კონკრეტული ღონისძიებები ან მიდგომები უნდა გამოვიყენოთ თითოეული ინიდივიდის სასკოლო ცხოვრებაში უფრო აქტიურად და მაღალი შედეგიანობით ჩასართავად, წასახალისებლად, რათა გაიზარდოს როგორც  სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა სწავლების ხარისხი, ამავდროულად, ძლიერი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებშიც გაიზარდოს უკეთ სწავლის მოტივაცია.
   მოსალოდნელი შედეგი- თანამშრომლობით სწავლებაზე დაფუძნებული აქტიური სწავლის მეთოდების გამოყენებით გაძლიერდება სწავლის მოტივაცია, გაიზრდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხარისხი, მოსწავლეებს განუვითარდებათ ცოდნის ტრანსფერისა და ახალი ცოდნის კონსტრუირების უნარები.
    ჩვენს კვლევაში განვიხილავთ სწავლების პროცესში თანამშრომლობითი მუშაობის გამოყენებას, რომელსაც როგორც კოგნიტური, ასევე აფექტური (ემოციური) და ფსიქო-მოტორული მიზანი აქვს. მისი გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ:
·         შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
·         ტოლერანტობისა და ემპათიის გრძნობის გამომუშავებას; 
·         გაიზრდება სწავლის მოტივაცია.
·         კოლაბორაციული სწავლების თანამშრომლობითი მუშაობის მეთოდის უფრო აქტიური გამოყენებით ჯგუფის მონაწილეები ერთმანეთს შეავსებენ და გაამდიდრებენ თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით;
·         უკეთ შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
    აღსანიშნავია, რომ ეფექტურად წარმართული თანამშრომლობითი სწავლება ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ჩვენი გამოცდილება პედაგოგებს დაეხმარებათ მოსწავლეთა  სხვადასხვა თავისებურებათა უკეთ გათვალისწინაბაში, რაც საგაკვეთილო პროცესის და კლასგარეშე აქტივობების უფრო შედეგინად წარმართვაში დაეხმარებათ და მუშაობას გაუადვილებთ.

 

  1.5  კვლევის ამოცანა


    მასწავლებლის   საქმიანობა  რთული და საპასუხისმგებლოა. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს სწავლებისთვის საჭირო მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევა, რომლებიც მოსწავლის არა მარტო ცოდნაზე, არამედ მოტივაციასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც იქნება ორიენტირებული,  რათა გავაუმჯობესოთ გაკვეთილზე ჩართულობა და ინტერსი სწავლისადმი.
  პრაქტიკის კვლევა არის საუკეთესო ინსტრუმენტი მასწავლებლისთვის გამოიკვლიოს მოსწავლეთა საჭიროებები, რაც დაეხმარება შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარებაში. გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს უჭირდათ თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში.  ქიმიის და ბიოლოგიის ცოდნა ყველასთვის საჭიროა, რადგან ვაცნობიერებთ თუ არა, ჩვენ ვიყენებთ მათ ყოფაცხოვრებაში. მოსწვალეებს კი მათი ცოდნა ჭირდებათ, რათა ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანები ცხოვრებაში. ამიტომ, კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს: რატომ არის საჭირო თანამშრომლობითი სწავლება?  რამდენად მნიშვნელოვანია  ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნა მოსწავლეებში  თეორიული ცოდნის ტრანსფერის უნარების განვითარებისთვის? და თუ გაკვეთილები თანამშრომლობით სწავლებაზეა აგებული რამდენად უწყობს ხელს ეს მოტივაციის ამაღლებას და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის პროცესის გაუმჯობესებას?
     ამ პრობლემაზე ვეცდებით პასუხის მოძებნას ამ კვლევის წარმოების პროცესში.

თავი II   

 

2.1.    პრობლემის აქტუალობა


    არსებობს კომპეტენციები, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში, რათა ადამიანმა თვითრეალიზება და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება შეძლოს. ამ კომპეტენციების დაუფლება სკოლიდან იწყება. სკოლის ამოცანაა მოამზადოს მოსწავლე ცხოვრებისთვის და აქციოს ის კონკურენტუნარიან მოქალაქედ.
      ეს პრობლემა აქტუალურია ჩვენი სკოლისთვის და ზოგადად, მთელი განათლების სისტემისთვის.
      მოსწავლემ რომ შეძლოს საკუთარი უნარების სრულად გამოვლენა, საჭიროა ვასწავლოთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში უკეთ გამოყენება. ამ მიზნით მასწავლებლები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სასწავლო პროცესში თანამშრომლობით სწავლებას, რომელიც წარმოადგენს სწავლების ყველაზე თანამედროვე ფორმას. იგი მიმართულია პარტნიორული და ჯგუფური მუშაობისკენ, რომელიც მოითხოვს მონაწილეთა სინქრონულ, კოორდინირებულ და კონსტრუქციულ აქტივობას პრობლემის ერთობლივად გადასაჭრელად და საერთო მიზნის მისაღწევად.
        საქართველოს  განათლების  სამინისტრო  დიდ როლს ანიჭებს  ჯგუფური მუშაობის გამოყენებას სასწავლო პროცესში. უწყების  ინფორმაციით, ამ  მეთოდის დანერგვის მიზანი მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაა.  "ეს  მეთოდი მოსწავლეს  განუვითარებს  როგორც  გუნდურობის  შეგრძნებას, ასევე, სწავლისადმი  ინტერესსა  და  მოტივაციას  აუმაღლებს" - ნათქვამია  განათლების  სამინისტროს  ოფიციალურ  საიტზე  გავრცელებულ  ინფორმაციაში.
   21-ე საუკუნის საგანმანათლებლო სივრცეში მთავარი სასიცოცხლო ფიგურა თითოეული მოსწავლეა. სწავლების აქტიური მეთოდები მოსწავლეს ახალ პოზიციაში აყენებს, როდესაც ის აღარ არის, მეტაფორულად თუ ვიტყვით, „პასიური ჭურჭელი“, რომელსაც ცოდნით ვავსებთ. ის აქტიურდება და საგანმანათლებლო პროცესში იღებს მონაწილეობას. ადრინდელი სასწავლო გამოცდილების მიხედვით, მოსწავლე მთლიანად ექვემდებარებოდა მასწავლებელს, დღეს კი პედაგოგი მისგან მოელის აქტიურ მოქმედებას, დამოუკიდებელ აზროვნებას, აღიარებულ მოსაზრებებში დაეჭვებას, ვარაუდების გამოთქმას, იდეების მოწოდებას, შემოქმედებითობას.

 

      2.2        ლიტერატურის მიმოხილვა


        ჯერ კიდევ 1985 წელს მეცნიერების განათლების ასოციაციამ (ASE) გამოაქვეყნა განათლების გეგმა მეცნიერების ხელშეწყობით (ASE, 1985), სადაც აღნიშნა, რომ საბუნებისმეტყველო განათლება უნდა იყოს მიმართული მოსწავლეთა ყოველდღიური გამოცდილების გაფართოებისკენ. მეცნიერთა დიდი ნაწილი დღესდღეობით მუშაობს ამ საკითხებზე, მასწავლებლებთან ერთად ქმნიან საგაკვეთილო და კვლევით მოდულებს სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც აჩვენებს კავშირს საბუნებისმეტყველო საგანებსა და ყოფაცხოვრებას შორის.
     მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ფსიქოლოგებმა პირველებმა გამოიყენეს ცოდნის ტრანსფერის ხარისხის გასაზომი ტესტები. ტრანსფერი რომელიმე სიტუაციაში ნასწავლის განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენებას ნიშნავს. დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს ტრანსპოზიციის/გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე გადაჭრის ერთ ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანის გადაჭრა: აზროვნებას ერთხელ გადაჭრილი ამოცანის ხერხი ანალოგიურ ახალ ამოცანაზე გადააქვს (. უზნაძე, 1998).
       . უზნაძის მიხედვით, სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების  („ძალების“) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, უზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა.
       სასკოლო გარემოში სწავლა გარკვეულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ კი მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ - სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა დაშესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწოდებს მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების („ძალთა“) აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ, კი - მისგან გარკვეულ წილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისათვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანა და სწორედ ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა.  ამგვარად, მოსწავლის განვითარების  პროცესში  მასწავლებელი   შუამავალია მასალასა   და მოსწავლეს (მის „ძალებს“) შორის.
     ყველა მასწავლებლისთვის ცნობილია, რომ სწავლაში წარმატება დიდად არის დამოკიდებული მოსწავლის დაინტერესებაზე, სურვილსა და მასში ცნობისმოყვარეობის გამოწვევაზე.
      მასწავლებელი იმისთვის ასწავლის, რომ მოსწავლემ შესძლოს ნასწავლის გადატანა ერთი პრობლემიდან მეორეზე, როგორც ერთი საგნის ფარგლებში, ასევე სხვა საგნებში და ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც. ტრანსფერს, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ხშირად ვიყენებთ. მას ვიყენებთ ყველგან, სადაც კი გვჭირდება რაიმე ტიპის ცოდნა, უნარი, სტრატეგია. ტრანსფერი ხდება მაშინ, როდესაც ცოდნის ერთ სფეროს მეორესთან ვაკავშირებთ. ტრანსფერის უნარი რომ არა, კაცობრიობა ვერ მოახერხებდა წინსვლას, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, რადგან მას ყოველგვარ ვითარებაში ახალი ცოდნის მიღება დასჭირდებოდა. დევიდ პერკინსის ნაშრომებში (დ. პენკისი, 2007) ხშირად წავაწყდებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ტრანსფერის შესახებ. ამ თემის გვერდის ავლით საგანმანათლებლო სწავლა-სწავლების პროცესი წარმოუდგენელია.
    ტრანსფერს ხელს უწყობს სწავლება, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს, წარმოაჩინონ პრობლემები აბსტრაქციის რაც შეიძლება მაღალ დონეზე. ამ  დროს  მოსწავლეები ავარჯიშებენ  როგორც   გონებას, ასევე ისინი ურთიერთობენ სხვა  ადამიანებთან, სწავლობენ რესურსების გამოყენებას; ეხმარება ბავშვებს, განცდებისა და ემოციების საშუალებით, უფრო მარტივად, დამოუკიდებლად ააშენონ ახალი ცოდნა და გამოცდილება უკვე არსებულზე დაყრდნობით.
          წყარო  http://mastsavlebeli.ge/?p=1814
      განათლებისა და ფსიქოლოგიის სფეროს მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ჯგუფური მუშაობის წილი ადამიანის წარმატებაში ძალიან დიდია, ვინაიდან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც  კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ, ისე  ემოციურ განვითარებასთან. ის ასევე ხელს უწყობს ბავშვებში ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც  შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს აქტუალური. ჯგუფური მუშაობის საშუალებით ბავშვებში ვითარდება ის მნიშვნელოვანი კომპეტენციები, რომლებიც ცხოვრებაში მრავალი სხვადასხვა საქმიანობისთვის არის აუცილებელი..
   თანამშრომლობითი სწავლება, გარდა კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარებისა, ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი რთული სააზროვნო უნარების განვითარებას, როგორიცაა: 
·         ·ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომა და საკუთარი თვალთახედვის არგუმენტირება;
·         ·კრეატიულობა;
·         ·ცოდნის ტრანსფერი _ ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენება;
     კონსტრუქტივიზმის ძირითადი იდეაა, ვასწავლოთ მოსწავლეებს ძველი და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა, დამოუკიდებლად აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება-შენება. ამ დროს მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა. კონსტრუქტივისტული თეორიის მიმდევრები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სასწავლო აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზეა აგებული. სეგმენტური მეთოდი სწორედ იმ მეთოდთაგანია, რომლებიც მოსწავლეთა გამოცდილებასა და წინარე ცოდნას ეფუძნება.
      სეგმენტური მეთოდის სასწავლო შედეგები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მოსწავლეთა სუბიექტურ წარმოდგენებზე, დამოკიდებულებებზე, რომლებიც თავდაპირველად ინდივიდუალურად, მერე კი სხვებთან იდეების გაცვლა-გამოცვლის პროცესში სტრუქტურირდება. ამრიგად, სწავლა სეგმენტური მეთოდით არ უნდა გავიგოთ როგორც მხოლოდ ცოდნის რეპროდუქციის პროცესი – ეს არის აქტიური ათვისება, “სადაც ათვისებული ყოველთვის მასწავლებლის თვალთახედვით მოდიფიცირდება, იცვლება, რეკონსტრუირდება, მაგრამ, ამავე დროს, ხელახლა კონსტრუირდება ინდივიდის ხედვით” (Reich, K. (2006) Konstruktivistische Didaktik (3. Auflage). Weinheim:Beltz:195)
      სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის უმნიშვნელოვანესი მიზანია. აზროვნების ამოქმედების დროს მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს, რაც ხდის მას უფრო გამჭრიახს და მისი აქტიურობა სასწავლო პროცესში იზრდება.
    არსებული ლიტერატურის კვლევის საფუძველზე საინტერესო სწავლების აქტიური მეთოდები არის მასწავლებლებისათვის  რეკომენდირებული. რომელთა გამოყენება  სწავლებისას ძალიან ეფექტურია.

 თავი III 


3.1 მეთოდოლოგია


     კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების სხვადასხვა მეთოდი გამოვიყენეთ. ეს მეთოდებია ფოკუსჯგუფები, ინტერვიუები, კითხვარები, ფოკუსირებული დაკვირვება და მეორადი მონაცემების ანალიზი.
  ჩვენი კვლევის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე  ფოკუს-ჯგუფი, რომლებიც განსხვავდებოდა  მონაწილეთა მიხედვით. ფოკუს-ჯგუფში ვიყენებდით ჯგუფური ინტერვიუს მეთოდს,  რომლის დროს ერთდროულად ვესაუბრებოდით  რამდენიმე რესპოდენტს: ეს ფოკუს ჯგუფებია:
1. სკოლის ადმინისტრაცია
2. სკოლის პედაგოგები
3.  სკოლის X და  XI კლასის მოსწავლეები
4. სკოლის X და XI კლასის მოსწავლეთა მშობლები
    ფოკუს-ჯგუფები თავსებადია კვლევის სხვა მეთოდებთან და ჩვენ მასთან ერთად გამოვიყენეთ გამოკითხვის  მეთოდიც, რომლითაც ფოკუს-ჯგუფებიდან მიღებული თვისობრივი ინფორმაცია რაოდენობრავი შედეგებით კიდევ უფრო გამდიდრდა.

    კვლევაში გამოყენებული იქნა შერჩევის ორი ტიპი:  სრული შერჩევა და  მიზნობრივი შერჩევა-სრული შერჩევის მეთოდის  გამოყენებით საკვლევი თემის შესასწავლად გამოვიყენეთ კითხვარი /ანკეტა/იგი განკუთვნილი იყო სკოლის მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისათვის. ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო დაგვედგინა  მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობელთა წარმოდგენა. 
      გამოკითხვა  კვლევის წარმოებისას კითხვარები შევადგინეთ ისე, რომ  პასუხი მიგვეღო ფოკუს ჯგუფებში აზრთა ურთიერთ გაცვლა-გამოცვლისას დასახელებულ  გარემოებებზე და გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზებზე.
1.       არის თუ არა საკმარისი პედაგოგის მიერ მოსწავლისათვის სასურველი ატმოსფეროს შექმნა მოზარდის სრულფასოვნად განვითარებისთვის?
2.      არის თუა არა სწავლების ხარისხი დამოკიდეებული იმაზე, თუ  რამდენად ხშირად უზრუნველყოფს   პედაგოგები თანამშრომლობითი (კოლაბორაციული)  სწავლების  მეთოდის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესშ?
3.      უზრუნველყოფს თუ არა თანამშრომლობითი (კოლაბორაციული)  სწავლების  მეთოდი მოსწავლეებში ურთიერთ პატივისცემის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას?
4.      რა  უპირატესობები აქვს მოსწავლეთა და პედაგოგების მიერ მოსწავლეთა ასაკის თავისებურების შესაბამისად  ერთობლივად შემუშავებულ თანამშრომლობითი (კოლაბორაციული)   მუშაობის წესებს?
5.        რა სირთულეებს და პრობლემებს წარმოშობს მოსწავლეთა  სწავლების პროცესში ერთფეროვნება და თანამშრომლობითი მუშაობის გაუთვალისწინებლობა  გაკვეთილის პროცესში?
6.      რამდენად განიხილავენ პედაგოგები პრობლემებს კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან?
7.      ზოგიერთი მოსწავლის სწავლისადმი ინტერესისა და  გაკვეთილზე ჩართულობის გაზრდის მიზნით  რა ღირებულება გააჩნია ჯგუფური მუშაობით სწავლების მეთოდის  გამოყენებას  ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლებისთვის?
   რადგან პრობლემა ეხება მოსწავლეებს, მშობლებს და სკოლის პედაგოგებს, ამიტომ თითოელი მათგანის აზრი გასათვალისწინებელია. კითხვარი შეავსო ფოკუს-ჯგუფში შემავალმა ყველა ზემოაღნიშნულმა პირმა, ვინც უარი არ თქვა მონაწილეობაზე ყოველგვარი შერჩევის გარეშე.
       მეორადი მონაცემების ანალიზი-მეორადი მონაცემების დამუშავება გულისხმობს აქამდე არსებული ფაქტების შესწავლას და  ჩვენ მიერ შეტანილი ცვლილებების გაანალიზებას, მისი ძირითადი პუნქტების გამოყოფას.







3.2 პროექტის ვადები


  კვლევის გეგმა- ინტერვენციის დაგეგმვა   შევიმუშავეთ პროექტის  ვადები

 

აქტივობა
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
საკვლევი პრობლემის შერჩევა
X








კვლევაში მონაწილე პირთა შერჩევა
X








არსებული ლიტერატურის მოძიება და გაცნობა
X
X
X
X





კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X








კითხვარის შედგენა, ამუშავება
X
X







გამოკითხვა
X
X







გამოკითხვით  მიღებული შედეგების ანალიზი


X
X





  1. შედეგების სტატისტიკური ანალიზი



X





  1. ინტერვენციის დაგეგმვა

X
X






  1. ინტერვენციის განხორციელება


X
X





  1. ინტერვენციების განხილვა



X





  1. ინტერვენციის შედეგების ანალიზი



X





პრეზენტაცია სკოლასთან, შედეგების გაცნობა



X







თავი IV


4.1. ინტერვენციის აუცილებლობა


   პედაგიგთა ჯგუფებში აზრთა ურთიერთ გაცვლა-გაცვლისას დასახელდა ის აუცილებელი გარემოებები, თუ რატომ უნდა ვეცადოთ მოსწავლეთა სოციალური და ფიზიოლოგიურ-ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მოსწავლეთა სწავლების პროცესში ჯგუფური მუშაობის მეთოდის უფრო აქტიურ გამოყენებას.
    ყველანი შევთანხმდით, რომ მოზარდის სწავლების პროცესში თანამშრომლობითი მუშაობის მეთოდის უფრო აქტიურ გამოყენებას შემდეგი უპირატესობები გააჩნია: მაშინაც კი, როდესაც რესურსები შეზღუდულია, კოლაბორაციული სწავლების მონაწილენი განსაკუთრებული მიზანსწრაფვითა და კონკურენტუნარიანობით გამოირჩევიან. (კოლაბორაცია – ეს არის ორი ან მეტი ადამიანის ერთობლივი მოღვაწეობა საერთო მიზნის მისაღწევად, რომლის დროსაც ხდება ცოდნის გაცვლა, სწავლა და თანამშრომლობა). ეს პროცესი გულისხმობს მართვაში თანასწორობას და ამ დროს შედეგები გაცილებით თვალსაჩინოა, რადგან ყოველ მონაწილეს თავისი წვლილი შეაქვს წარმატებაში და სხვა მონაწილის მაგალითზე სწავლობს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კოლაბორაცია აქცენტირებულია არა შეჯიბრებითობაზე, არამედ ერთობლივ მუშაობაზე, ანალიზზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და კონსენსუსზე. ის
·         გვეხმარება მოსწავლის შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში;
·         გვეხმარება მოსწავლის ტოლერანტობისა და ემპათიის გრძნობის გამომუშავებაში; 
·         გვეხმარება მოსწავლის კომუნიკაციური უნარების განვითარებაში;
·         ჯგუფის მონაწილეები ერთმანეთს შეავსებენ და გაამდიდრებენ თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით;
·         შეიძენენ და განივითარებენ ურთიერთგაგების  უნარებს;
·         გვეხმარება სწავლების აკადემიური დონის ამაღლებაში;
·         გვეხმარება ბავშვის პრობლემების გააზრებაში;
·         გადამწყვეტი ფაქტორია სასურველი ატმოსფეროს შექმნაში;
·         გვეხმარება ნდობის  ამაღლებაში მასწავლებლის მიმართ;
      პედაგოგიკის მეთოდიკის სპეციალისტები დიდ ყურადღებას აქცევენ აქტიური სწავლების სტრატეგიებს, რომლებსაც განსაკუთრებული შედეგის მოტანა შეუძლიათ სწავლების ყველა საფეხურზე და ყველა საგანში. ევროპის ბევრ ქვეყანაში იყენებენ ამ სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს სწავლების პროცესში ჯგუფურ ჩართვას და გადაწყვეტილებების  ერთობლივად მიღებას. ეს საშუალებას აძლევს მასწავლებელს, განავითაროს ყველა მოსწავლის ინდივიდუალური მონაცემები, ხელი შეუწყოს მათი განსაკუთრებული ინტერესების გამოვლენას, თვითშეფასების ამაღლებას, საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.
      ინდივიდუალურ და კონკურენტულ სწავლებასთან თანამშრომლობითი სწავლების შედარებისას, იკვეთება, რომ უმრავლეს შემთხვევაში, თანამშრომლობითი სწავლება უზრუნველყოფს მოსწავლეებში უფრო მაღალ მიღწევებს და შედეგებს; უფრო ყურადღებიან დამოკიდებულებას ერთმანეთთან. 












თავი V


5.1   ინტერვენციის აღწერა- განხორციელებული ქმედებები


    იმის გამოსავლენად, თუ რა ტიპის წყაროებიდან რა მოცულობით იმახსოვრებს ადამიანი ინფორმაციას, კლასში ტრადიციული მეთოდებით ჩატარებულ გაკვეთილზე გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს შევთავაზეთ ათი კითხვა.  ეს კითხვები შეეხებოდა  შესწავლილ ახალ მასალას და წინა გაკვეთილზე, რომელიც ასევე ტრადიციული მეთოდებით ჩატარდა, შესწავლილ მასალას. ცოდნის შესაძენად მოსწავლეებს ჭირდებათ  წესების დამახსოვრებისათვის ერთგვაროვანი პროცედურების მრავალჯერადი გამეორება. რაც საკმაოდ მომქანცველი და მომაბეზრებელი პროცესია. ცხადია,  მოსწავლეთა დიდ ნაწილს გაუჭირდა მასალის ათვისება.  ორივე კლასში, როგორც ქიმიის, ისე ბიოლოგიის გაკვეთილებზე დაახლოებით მსგავსი სურათი მივიღეთ: გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა უპასუხა ყველა კითხვას სწორად.
     საყოველთაოდ ცნობილია, რომ გაკვეთილებზე ზოგიერთი წესების შესწავლა მოსწავლეებისათვის საინტერესო არაა და როგორც წესი ამ სავარჯიშოების ეფექტიანობის კოეფიციენტი ძალზე დაბალია: მიღებული ცოდნა მოსწავლეს სწრაფად ავიწყდება, რადგან ვარჯიშის დროს შესრულებულ პროცედურებს არ გააჩნია კონტექსტი, ხოლო მოსწავლის მოტივაცია დაბალია.
    სწორედ ამან განაპირობა ინტერვენციის აუცილებლობა. რის გამოც მივმართეთ აქტიური სწავლების მეთოდს.  დავალებები როცა შევასრულებინეთ მოსწავლეებს თანამშრომლობითი სწავლების  მეთოდის გამოყენებით,  ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მასალის გააზრებას და გაზარდა მოსწავლის მოტივაცია.  ჯგუფური მუშაობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს საშუალებით შევძელით ვარჯიშის რუტინული პროცედურები მრავალფეროვანი და სახალისო გამხდარიყო.
განხორციელდა შემდეგი ინტერვენციები:
Ø  გავაცანით საქსტატის მონაცემები გარემოს დაბნძურების  და მოსახლეობის ავადობების შესახებ;
Ø  მოსწავლეების მხრიდან მოხდა დაინტერესება აღნიშნულ საკიხებთან დაკავშირებით;
Ø  მოსწავლეების მხრიდან ქიმიისა და ბილოგიის საღაამოს მომზადება  დაიგეგმა  და განხორციელდა;
Ø  ბიოლოგიის სწვლების გაუმჯობესების მიზნით დავგეგმეთ და ვიმუშავეთ პროექტზე ,,გენეტიკური დაავადებები“,  შემდეგ კი მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია;
Ø   გაიმართა  მოსწავლეთა კონფერენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ- მოსწავლეებმა ჩემი ხელმძღვანელობით დაამუშავეს საკითხები და იმუშავეს პროექტებზე:  ,,სამყარო თამბაქოს კვამლის გარეშე“  ,  ,,არა ნარკოტიკებს“,   ,,სამყარო მშვენიერია ნარკოტიკის გარეშე“;
Ø  განსაკუთრებული პასუხისმგებლობითმოხდა გადანაწილება როლების და დავალებების;
Ø  მოსწავლეები  მუშაობდნენ  ბროშურების შექმნაზეკედლის გაზეთების მომზადებაში, ინტერვიუების ჩაწერაში;
Ø   ტარდებოდა ჯგუფური სამუშაოები, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთად ამუშავებდნენ და აანალიზებდნენ საჭირო ტერმინოლოგიას და ინფორმაციას;
Ø  ეცნობოდნენ სხვადასხვა ვიზუალურ თუ ვიდეო რესურსებს;
Ø  ქმნიდნენ პრეზენტაციებს სხვადასხვა საშუალებებით;
Ø   წარმატებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ სუსტ მოსწავლეებს და პერიოდეულად ინფორმაციას მაწვდიდნენ მათი შედეგების შესახებ;
Ø  ხდებოდა შედეგების ერთობლივი გაანალიზება და თვითშეფასება;
   ინტერვენციის ფარგლებში ბიოლოგიისა და ქიმიის გაკვეთილებზე აქტიურად ვიყენებთ  თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთ მეთოდს – სეგმენტურ მეთოდს, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პასუხისმგებლობის განვითარებაში და საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შეაფასოს როგორც თითოეული მოსწავლის პირადი წვლილი ჯგუფურ მუშაობაში, ასევე ჯგუფის საქმიანობის საერთო პროდუქტი.  გრფიკული გამოსახულების სეგმენტებს ავსებს ჯგუფის თითოეული წევრი ცალ-ცალკე და შემდეგ ყველა ერთად.
  კლასი იყოფა ოთხ-, ხუთ- ან ექვსკაციან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ურიგდება მუშაობისთვის საჭირო რესურსები – A3 ან უფრო დიდი ზომის ფორმატი და მარკერები. მუშაობის დასრულების შემდეგ ავსებენ გრაფიკულ გამოსახულებას
იხ. ქვემოთ მოცემული გრაფიკული გამოსახულება:
თითოეული გარე სეგმენტი ჯგუფის თითო წევრს ეკუთვნის, ხოლო ცენტრალური – მთელ ჯგუფს.. მოსწავლეები საკუთარ იდეებს მათთვის განკუთვნილ სეგმენტში აღწერენ და ხელის მოწერით ადასტურებენ.
  
   ინტერვენციების მიმდინარეობისას მასწავლებლები  ხელს ვუწყობთ მოსწავლეს, რომ მან შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს. აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთაშორისი და ცხოვრებისეული კავშირების დამყარებაც.  როცა ამოცანად ის დავისახეთ, რომ მარტო ცოდნა და უნარ-ჩვევები კი არ გადავცეთ მოსწავლეებს, არამედ იმ იდეებითაც დავაინტერესოთ, რომლებიც მათ მიერ მიღებულ ცოდნასა და განვითარებულ უნარ-ჩვევებს უდევს საფუძვლად, ისიც შევძელით, რომ სწავლების პროცესი მათთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გაგვეხადა. 
    როცა ასახსნელი მასალის შესახებ მოსწავლეებს თვითონ გამოვათქმევიეთ ვარაუდები, თვალსაზრისები,  ჯგუფებში კი იმსჯელეს და დაასაბუთეს თავიანთი აზრი. მეორე გაკვეთილზე ორივე კლასში დაახლოებით მსგავსი სურათი მივიღეთ: საშუალოდ მოსწავლეთა უმრავლესობას კარგად დაამახსოვრდა მასალა.
    ამ მიზნით მოვახდინეთ კიდევ გარკვეული სახის ინტერვენცია, კერძოდ, სამი გაკვეთილის განმავლობაში, გაკვეთილებზე ვიყენებდით რაც შეიძლება მეტ ვიდეო რგოლს ან სქემას ინფორმაციის მიწოდებისას. ასევე ვცდილობდით პრობლემის დაკავშირებას საგანთან ან საკითხთან, სხვა მეცნიერებიდან. თანაც, ეს კავშირები, რაც უფრო მოულოდნელი იყო, მით უკეთეს ეფექტს იწვევდა. ამ კავშირების მონახვას მოსწავლეებს თავად ვთხოვდით. რასაც ისინი ძალიან კარგად ართმევდენ თავს.
  შემდეგი ინტერვენცია იყო სკოლაში ქიმიისა და ბიოლოგიის  საღამოს გაიმართვა.  ღონისძიებაში სკოლის მეათე  და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ჩაერთო.  მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით ჩაატარეს ცდები, სხვადასხვა ექსპერიმენტი, გაიმართა  მოსწავლეთა კონფერენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, ისაუბრეს ქიმიაზე და დროებით „ახალგაზრდა მეცნიერები“გახდნენ. 
  მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და  წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც ბუნებრივი გამწმენდი სისტემები ვახტანგ მეექვსის ქიმიის წიგნს დაუკავშირეს. აღნიშნეს, რომ მეფე დაბინძურებული წყლის გაწმენდას მცენარეებით ცდილობდა. ასევე მოსწავლეებმა მოიძიეს  ინფორმაცია  და საინტერესოდ წარუდგინეს მსმენელს ესპანეთის მეფე ფილიპე მეორეზე, რომელიც წყალს  ვარდის ფურცლებით წმენდდა. ანუ, ქვეცნობიერად მაშინ უკვე გრძნობდნენ, რომ მცენარე წყალს წმენდდა, მაგრამ ტექნოლოგია შემუშავებული არ ქონდათ. ასევე ძალიან საინტერესო იყო    ისტორიული მონაცემები პირველ ქიმიკოს ქალბატონზე-სახელად ტაპუტი, რომელიც ჩვ.წ.ა.  ეგვიპტეში ცხოვრობდა. ის ყვავილების ხსნარების გაფილტვრით არომატულ ნაყენებს ამზადებდა.  დისტილაციის პროცესიც პირველად ამ ქალბატონის სახელს უკავშირდება.
   განხორციელებული ინტერვენციების ფარგლებში პროექტებზე მუშაობით მოსწავლეები თავად მივიდნენ დასკნამდე, რომ ნიკოტინი და ნარკომანია ერთ-ერთი ცუდი სენია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. ყველაფერი, რასაც ის იწვევს – საკუთარი ჯანმრთელობის, სულიერი სიმშვიდის რღვევა… – შეუთავსებელია ჯანსაღ ცხოვრებასთან. ნარკომანია, მოსწავლეთა აზრით, უფრო მეტად დაავადებაა, ვიდრე დანაშაული. დაავადება, სადამდეც ადამიანი, უმეტესად, გაცნობიერებულად მიდის და მერე დამოკიდებული ხდება რაღაც უაზროზე, ნივთიერებაზე, საწამლავზე… – რის გამოც ჩადის დანაშაულს… მოსწვლეებმა მოიძიეს ინფორმაცია იმ ცნობილ ადამიანებზე,  რომლებიც გახდნენ ამ ნივთიერებების მსხვერპლნი. ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე ყავდათ და ყავთ უამრავი თაყვანისმცემელი.
   მოსწვლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, რომ 2009 წელს მიღებული კანონის შესაბამისად, აშშ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ვალდებულნი არიან, 2012 წლიდან სიგარეტის კოლოფებზე ისეთი გამაფრთხილებელი გამოსახულებები დაბეჭდონ, როგორებიცაა: დაზიანებული ფილტვი, მკვდარი ადამიანის სხეული, ჭიანი კბილი და .. ასეთი გამაფრთხილებელი გამოსახულებები დატანილი უნდა იყოს კოლოფის ზედა ნაწილში და უნდა იკავებდეს 20 %– ზე არანაკლებ ფართობს თამბაქოს ნაწარმის ბეჭდურ რეკლამაშიც.”  მილიონობით თამბაქოზე დამოკიდებული ადამიანი, რომელთა უმეტესობამაც შეიძლება კარგად არც კი იცოდეს რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მწეველს თამბაქომ. მწეველი როცა სიგარეტის კოლოფზევე ნახავს შემაძრწუნებელ ფოტოებს, რომლებზეც ასახულია ადამიანები, რომლებსაც იგივე მავნე ჩვევა ქონდათ და ასეთ შედეგამდე მივიდნენ, შეიძლება დაფიქრდეს, ღირს თუ არა მოწევის გაგრძელება. მოსწავლეებისათვის ასეთი გადაწყვეტილება მისაღებია, და სურთ იგივე ჩვენს ქვეყანაშიც იყოს უფრო მაღალ დონეზე ორგანიზებული, რადგან ამით შეიძლება შემცირდეს მწეველებისა და თამბაქოს წევით დაღუპულ ადამიანთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია.

   ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო მთელი X და XI კლასისთვის. დაკვირვებამ აჩვენა, რომ როგორც წარჩინებული, ისე აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები, დიდი ინტერესით მუშაობდნენ ჯგუფურად, ჯგუფური მუშაობის დროს ავლენდნენ კოლაბორაციის და კომუნიკაციის უნარებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
   ჯგუფებში წარმატებულ მოსწავლეებს მიმაგრებული ჰყავდათ სუსტი მოსწავლეები. მოსწავლეები მუშაობდნენ ერთად, უსვამდნენ ერთმანეთს შეკითხვებს, იყენებდნენ ბიოლოგიურ და ქიმიურ ცნებებს საუბარში. მომდევნო გაკვეთილებზე საპასუხოდ გამოძახებული იყვნენ სუსტი მოსწავლეები და, თუ ისინი ვერ უპასუხებდნენ რომელიმე შეკითხვას, მაშინ პასუხობდა მის ჯგუფში მომუშავე ძლიერი მოსწავლე. ამით საშუალება მექმნებოდა მთელი ჯგუფის ცოდნა შეგვემოწმებინა ზოგადად, კონკრეტულად კი ამ ორ მოსწავლეს ვაფასებდით.
  შემაჯამებელი კითხვარის შევსების დამთავრების შემდეგ, ერთობლივად ვაანალიზებდით შედეგებს. მათ წინ ედოთ თავიანთი ნაშრომები, თავდაპირველად ითვლიდნენ გაცემული პასუხების რაოდენობას, აწერდნენ რვეულის არეზე და იქვე აღნიშნავდნენ გადასწორებული პასუხების რაოდენობასაც. შემდეგ იწყებოდა კითხვარის განხილვა, ბოლოს ითვლიდნენ სწორი პასუხების რაოდენობას, და ციფრს მიაწერდნენ გაცემული პასუხების ქვემოთ. შემდეგ თვითონ აკეთებდნენ შეფასებას, შედეგების შესაბამისად ირჩევდნენ შეფასების ქულებს. ამ ფორმით ჩატარებული თვითშეფასება იყო საინტერესო.
  დაკვირვებითა და მოსწავლეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ჩატარებული აქტივობებით: ურთიერთდახმარებით ჯგუფური მუშაობის დროს, თვითშეფასებებით - მოტივაცია საგრძნობლად ამაღლდა, მოსწავლეთა ინტერესი გაიზარდა ქიმიის და ბიოლოგიის საგნის მიმართ, შესაბამისად, სწავლის დონეც გაუმჯობესდა. ეს უკანასკნელი გაიზომა ანონიმური ანკეტირების საფუძველზე რომელიც ჩატარდა კვლევის შემაჯამებელ ეტაპზე, რათა მომეხდინა ინტერვენციების შედეგების ანალიზი.
    სწავლების მეთოდის ცვლილება გამიზნული იყო, რათა ის უფრო საინტერესო და სახალისო ყოფილიყო, რომ მომავალში მოსწავლეებს ადვილად დაეკავშირებინათ მიღებული ცოდნა პრაქტიკასთან, უკეთ გამოეყენებინათ საჭირო უნარ-ჩვევები ყოფა-ცხოვრებაში.
 
















თავი V I


6.1. კვლევის საფუძველზე მიღებული გამოკითხვის შედეგების სტატისტიკური ანალიზი


     ჩვენს გამოკითხვაში ჩაერთო მეათე კლასის 16 მოსწავლე და მეთერთმეტე კლასის 23 მოსწავლე. მათგან მეათე კლასის 16 მოსწავლიდან საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა  4 მოსწავლე, ხოლო 2 მოსწავლე ვერ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნებისადმი. ასეთივე სურათი მივიღეთ აღწერითი დაკვირვების დროს, რომლის დროსაც გამოვლინდა:
    მეთერთმეტე კლასის 23 მოსწავლიდან საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა  5 მოსწავლე, ხოლო 3 მოსწავლე საერთოდ არ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნებისადმი.
         მასწავლებლები თითქმის ერთხმად აღნიშნავენ, რომ თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი უმნიშვნელოვანესია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 21 მასწავლებელმა   (იხ.დიაგრამა 1) გამოკითხვის შედეგბი ასეთია:

პედაგოგთა აზრით თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი უმნიშვნელოვანესია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის

მნიშვნელოვანია
20

არაა მნიშვნელოვანი
1
სულ
21

დიაგრამა 1
საინტერესოა მშობელთა მოსაზრება, თუ როგორია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლის პროცესში პედაგოგის როლი. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 23 მშობელმა   (იხ. დიაგრამა 2) გამოკითხვის შედეგბი ასეთია:
დიაგრამა 2
მშობელთა აზრით სწავლის მოტივაციის გაზრდა შესაძლებელია

მასწავლებლის ძალისხმევით
19

ქვეყნის პოლიტიკის ცვლილებით
4
სულ
23

მოსწავლეთა  გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე დავადგინეთ, რომ მათთვის საინტერესოა ის საგანი, რომლის მასწავლებელიც უფრო მრავალფეროვან აქტივობებს იყენებს გაკვეთილის მსვლელობისას. რადგან ჯგუფური მუშაობისას უფრო უკეთ ამახსოვრდებათ ნასწავლი მასალა.  გამოკითხვის შედეგბი ასეთია გამკითხვაში მონაწილე 39 მოსწავლიდან 37 თვლის, რომ თანამშრომლობითი სწავლება უფრო საინტერესოა, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით ჩატარებული გაკვეთილი, მხოლოდ 2 მოსწავლე ვერ ამჩნევს მის დადებით გავლენას: (იხ.დიაგრამა 3)
დიაგრამა 3   

         6.2. პოსტ-ინტერვენციური გაზომვა


  ტრანსფერის ხარისხის გასაზომი ტესტების შედეგების მიხედვით მეათე კლასის 16 მოსწავლისა და მეთერთმეტე კლასის 23 მოსწავლის საშუალო ქულა ინტერვენციამდე ქიმიასა და ბიოლოგიაში იყო 6,8, ხოლო ინტერვენციის შემდეგ 8.2. რაც ცალსახად მიუთითებს მოსწავლეთა მიერ ქიმიასა და ყოფაცხოვრებას შორის კავშირების აღმოჩენის და შესწავლის ტენდენციას. რაც თავის მხრივ მიუთითებს ტრანსფერული ცოდნის გაუმჯობესებაზე.
     პოსტ-ტესტური გაზომვა ჩატარდა პრე-ინტერვენციული გაზომვის ჩატარებიდან 3 კვირის შემდეგ. დროის ამ პერიოდში  ინტერვენციების განხორციელების შედეგად მიღწეული  შედეგების მიხედვით მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები არიან საკუთარი აზრის გამოხატვაში და უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებენ შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებისას.
   კვლევის დიზაინის ლოგიკის მიხედვით, თუ ჩვენს მიერ შემუშავებულმა ინტერვენციებმა დადებით შედეგი გამოიღო, მაშინ სასწავლო პროცესის შეფასების თითოეული ინდიკატორის მნიშვნელობა უფრო მაღალი უნდა იყოს პოსტ-ინტერვენციული, ვიდრე პრე-ინტერვენციული გაზომვის დროს.
    პირველი ინდიკატორი, რაც მნიშვნელოვნად შეიცვალა ინტერვენციის შემდგომ არის მოსწავლეთა დამოკიდებულება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისადმი. გაიზარდა როგორც  სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა სწავლის ხარისხი, ამავდროულად, ძლიერი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებშიც გაიზარდა უკეთ სწავლის მოტივაცია.
       პოსტ-ინტერვენციური გაზომვის შედეგები, რომელიც მასწავლებლების   გამოკითხვით მივიღეთ, ასეთია:
·         გაძლიერდა სწავლის მოტივაცია;
·          მოსწავლეებს განუვითარდათ ცოდნის ტრანსფერისა და ახალი ცოდნის კონსტრუირების უნარები;
·         ჯგუფის მონაწილეებმა  ერთმანეთი შეავსეს  და გაამდიდრეს თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით;
·         შეიძენეს და განივითარეს ურთიერთგაგების  უნარები;
·           და ყოველივე ამის შედეგად შევძელით სწავლების მთავარი მიზნის განხორციელება- სწავლების აკადემიური დონის ამაღლება.
   განხორციელებულ ინტერვენციამდე კითხვარის შევსების შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა 12%-მა დაიმსახურა არადამაკმაყოფილებელი შეფასება, 65% -მა   საშუალო,  23 %-მა  კი  მაღალი;
   ინტერვენციების შემდეგ კი არადამაკმაყოფილებელი შეფასება არცერთ მოსწავლეს არ მიუღია, 40%-მა  კი  მაღალი; ე.ი ამ ინტერვნციებით ინტერესი და სკითხის უკეთ შესწავლის მოტივაცია მოსწავლეებში განსაკუთრებით გაიზარდა. 
    ჩვენი კვლევის საფუძველზე არაერთი საგულისხმო და საინტერესო  ფაქტები აღმოვაჩინეთ. კლასში ტრადიციული მეთოდებით ჩატარებულ გაკვეთილზე შესწავლილი ახალი მასალის და წინა გაკვეთილზე, რომელიც ასევე ტრადიციული მეთოდებით ჩატარდა, შესწავლილი  მასალის  შესახებ  დასმულ ათი კითხვიდან  გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა უპასუხა ყველა კითხვას სწორად.
    ამ ექსპერიმენტმა  მიგვიყვანა შემდეგ დასკვნამდე: მიუხედავად იმისა, თუ რომელ კლასში ვატარებთ გაკვეთილს, ძველი ტრადიციული მეთოდებით ჩატარებულ გაკვეთილებზე წარმატებით ვასწავლით მხოლოდ ერთს ათიდან. როგორც უნდა ვეცადოთ, სკოლაში კარგად სწავლობს მხოლოდ 10%.  ეს სამწუხარო რაეალობაა. (იხ. დიაგრამა1)
დიაგრამა1
    ჩვენი აზრით, ამის ახსნა ძალიან მარტივია: ადამიანთა მხოლოდ 10%-ს აქვს უნარი, ისწავლოს წიგნის კითხვით ან მოსმენით.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეთა მხოლოდ 10%-ს მიესადაგება ტრადიციული სწავლების მეთოდები. დანარჩენ 90%-საც შეუძლია სწავლა, მაგრამ არა წიგნის კითხვით, არამედ სხვა გზით, თავისი მცდელობებით, რეალური გამოცდილებით, გრძნობის ყველა ორგანოს მონაწილეობით. ასე რომ, ყველა ადამიანს შემეცნებისა და განვითარების  სხვადასხვა საშუალება აქვს.
    აქედან გამომდინარე, ადამიანი შეიძლება შევადაროთ აისბერგს, რომლის მხოლოდ 1/10 ჩანს წყლის ზედაპირზე, 9/10 კი წყლითაა დაფარული. ხომალდების უმეტესობა ოკეანეებში აისბერგის სწორედ ამ უხილავი ნაწილის მსხვერპლი ხდება. პედაგოგთა წარუმატებლობის დიდი წილი მოდის იმაზე, რომ  სასწავლო პროცესში ვერ ვითვალისწინებთ მოსწავლის შესაძლებლობების იმ 90%-ს,  ხშირად ვივიწყებეთ მოსწავლის გრძნობებსა და ემოციებს.
   ამ ყოველივეს გათვალისწინება აუცილებელია, რათა პედაგოგის ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს.  მან უნდა იზრუნოს და გაამრავალფეროვნოს სწავლების პრაქტიკა, რომ მოსწავლეებს სხვადასხვა გზა შესთავაზოს ახალი ინფორმაციის აღსაქმელად, გასაგებად, გასაანალიზებლად, ძველისა და ახალი მასალის დასაკავშირებლად, შესაბამისი დასკვნების გამოსატანად, გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად.
  შესაბამისი სურათი მივიღეთ, როცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასალის შესწავლა ვცადეთ მოსწავლეებისათვის ჯგუფური მუშაობის  მეთოდის გამოყენებით.  მეორე გაკვეთილზე  მოსწავლეთა 90%-მა  10 კითხვიდან ათივე სწორი პასუხი გასცა.  ე.ი. მხოლოდ მაშინ ამახსოვრდება მოსწავლეთა 90%-ს სრულყოფილად ახალი მასალა, როდესაც  საუბრობენ და თავად მონაწილეობენ პროცესებში, თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ დასკვნებს, გეგმავენ სამომავლო მოქმედებებს.  (იხ.დიაგრამა2)
დიაგრამა 2
   რატომ?  იმიტომ, რომ ჯგუფური მუშაობის სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლის მოტივირებას, რადგან მას შესაძლებლობა აქვს სწრაფად დაინახოს და გაიაზროს კავშირი სასწავლო მასალასა და რეალობას შორის.  ამ დროს შეიძლება მან დაუშვას შეცდომები. რასაც, იცის რომ არ შეუფასებენ, რაც შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ცოდნის კონსტრუირება დროის მცირე მონაკვეთში.   
   ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეები  სხვებთან ერთად შეისწავლიან საკუთარ გარემოს, ადამიანებს და სამყაროს, სწავლობენ პრობლემების გადაწყვეტასა და ურთიერთობებს, უვითარდებათ კრეატიული აზროვნება და ლიდერობის უნარი.
კვლევის  მიგნება   ინტერვენციის განხორციელების შემდეგ შემდეგი საკითხები გამოიკვეთა, რომ  მოსწავლე იმახსოვრებს:
პროცენტი
ქმედება
ქმედების განხორციელებისათვის საჭირო რესურსები
10% 
წაკითხულიდან მოსმენილიდან
წიგნი, სახელმძღვანელო, ბეჭდური მედია
30%
ნანახიდან
ილუსტრაცია, სლაიდები, ფილმები
90%
ჯგუფური მუშაობისას
ჯგუფური მუშაობისას აზრების ურთიერთ გაცვლა-გამოცვლა

     მრიგად, გაკვეთილებზე მასწავლებლის მიერ სწორად შერჩეული აქტივობები, მკაფიოდ გამოკვეთილი კომენტარები, სწავლის მეთოდები და ეფექტიანი სტრატეგიები  დაეხმარა მოსწავლეს  საკუთარი შესაძლებლობებიგამოვლაში, ჩამოუყალიბდა მას სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. მიიღო საფუძვლები იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების დასაუფლებლად, რომლებიც მას სწავლის შემდგომ საფეხურზე გამოადგება.



 6.3 ბიოლოგიის სწავლებისას  მოსწავლეების მიერ მიღწეული შედეგები

    
  ბიოლოგიის სწავლებასა და მოსწავლეების მიერ მიღწეულ შედეგებში შეინიშნა პოზიტიური ცვლილებები: მეათე კლასის 16 მოსწავლიდან ბიოლოგიის მიმართ ინტერვენციებამდე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა  4 მოსწავლე, ხოლო 2 მოსწავლე ვერ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი. ინტერვენციის შემდეგ ბიოლოგიის სწავლისას განსაკუთრებით დაინტერესებას იჩენს 8 მოსწავლე, ხოლო ის 2 მოსწავლე, რომელიც ვერ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი, უკვე აქტიურადაა ჩართული ბიოლოგიის სწავლის პროცესში. დანარჩენის სწავლის მოტივაცია  კი აშკარად გაიზარდა.
    მეთერთმეტე კლასის 23 მოსწავლიდან ინტერვენციებამდე ბიოლოგიის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა  5 მოსწავლე, ხოლო 3 მოსწავლე საერთოდ არ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი. ინტერვენციის შემდეგ ყველა მოსწავლის სწავლის მოტივაცია აშკარად გაიზარდა.  ბიოლოგიის სწავლისას განსაკუთრებით დაინტერესებას იჩენს უკვე 10 მოსწავლე, ხოლო ის 3 მოსწავლე, რომელიც ვერ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი, უკვე აქტიურადაა ჩართული ბიოლოგიის სწავლის პროცესში. (იხ დიაგრამა)
    ე.ი. განხორციელებული ინტერვენციის  შედეგად შეიცვალა  დამოკიდებულება და აღქმა. ეს ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ გაუმჯობესებული მიდგომის საშუალებით შესაძლებელი გახდა სწავლების ხარისხის მნიშვნელოვანი  გაუმჯობესება.
     ვენ მიზანიც, სწორედ ეს იყოეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეულ მოსწავლეს მიეღწია საუკეთესო შედეგისათვის თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. გაძლიერდა სწავლის მოტივაცია, გაიზარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხარისხი, მოსწავლეებს განუვითარდათ ცოდნის ტრანსფერისა და ახალი ცოდნის კონსტრუირების უნარები.

 


 




6.4 ქიმიის სწავლებისას მოსწავლეების მიერ მიღწეული შედეგები


         ქიმიის სწავლებასა და მოსწავლეების მიერ მიღწეულ  ტესტირებებსა და შემაჯამებელი სამუშაობში მიღებულ შედეგებში შეინიშნა პოზიტიური ცვლილებები: მეათე კლასის 16 მოსწავლიდან ინტერვენციამდე ქიმიის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა  4 მოსწავლე, ხოლო 4 მოსწავლე ვერ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი. ინტერვენციის შემდეგ ყველა მოსწავლის სწავლის მოტივაცია აშკარად გაიზარდა.  ქიმიის სწავლისას განსაკუთრებით დაინტერესებას იჩენს 7 მოსწავლე, ხოლო იმ 4 მოსწავლიდან, რომელიც ვერ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი, 3 მოსწავლე უკვე აქტიურადაა ჩართული ქიმიის სწავლის პროცესში. მომავალში განხორციელებული მსგავსი აქტივობებით, ვფიქრობ, შევძლებ იმ 1 მოსწავლის  აქტიურად ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.
    მეთერთმეტე კლასის 23 მოსწავლიდან ინტერვენციამდე ქიმიის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა  5 მოსწავლე, ხოლო 6 მოსწავლე საერთოდ არ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი. ინტერვენციის შემდეგ ყველა მოსწავლის სწავლის მოტივაცია აშკარად გაიზარდა.  ქიმიის სწავლისას განსაკუთრებით დაინტერესებას იჩენს 10 მოსწავლე, ხოლო იმ 6 მოსწავლიდან, რომელიც ვერ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი, 5 უკვე აქტიურადაა ჩართული ქიმიის სწავლის პროცესში. მომავალში განხორციელებული მსგავსი აქტივობებით, ვფიქრობ, შევძლებ იმ 1 მოსწავლის  აქტიურად ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.   (იხ დიაგრამა)
    ე.ი. განხორციელებული ინტერვენციის  შედეგად შეიცვალა  დამოკიდებულება და აღქმა. ეს ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ გაუმჯობესებული მიდგომის საშუალებით შესაძლებელი გახდა სწავლების ხარისხის მნიშვნელოვანი  გაუმჯობესება.
     ვენ მიზანიც, სწორედ ეს იყოეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეულ მოსწავლეს მიეღწია საუკეთესო შედეგისათვის თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. გაძლიერდა სწავლის მოტივაცია, გაიზარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხარისხი, მოსწავლეებს განუვითარდათ ცოდნის ტრანსფერისა და ახალი ცოდნის კონსტრუირების უნარები.


    6.5.  კვლევის ნაკლოვანებები


კვლევის შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ ვერ მოვახერხეთ  ლიტარატურის სრული შესწავლა-გაანალიზება, რომელმაც მეტ-ნაკლებად დააზარალა კვლევის შედეგი.

 

    6.6. კვლევის შედეგები და რეკომენდაციები

 

    თანამშრომლობითი სწავლების გახშირებით მიღებული სარგებელი ნათელია:  . სამტრედიის #12 სკოლის X და XI კლასის მოსწავლეების მაგალითზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებლების მიერ შეცვლილი სწავლების მიდგომების შედეგად  გაიზარდა მოსწავლეთა დამოკიდებულება  და ინტერესი სწავლისადმი, გაძლიერდა სწავლის მოტივაცია, გაიზარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხარისხი, მოსწავლეებს განუვითარდათ ცოდნის ტრანსფერისა და ახალი ცოდნის კონსტრუირების უნარები. კვლევამ ცხადყო, რომ შედეგად გაიზარდა როგორც  სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა სწავლების ხარისხი, ამავდროულად, ძლიერი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებშიც გაიზარდა უკეთ სწავლის მოტივაცია.
   იმისათვის, რომ     თანამშრომლობითი სწავლებას მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდეს, საჭიროა, მასწავლებელმა წინასწარ ან მოსწავლეებთან ერთად განსაზღვროს მისი მიზანი და მისაღწევი შედეგები, შეარჩიოს აქტივობები, შეიმუშაოს დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები. მუშაობის დაგეგმვის, პროცესის ორგანიზებისა და შედეგების განხილვისას გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა სხვადასხვა კუთხით განვითარებას.
     ჩვენი კვლევის საფუძველზე, ვფიქრობ მასწავლებლებისთვის საინტერესო იქნება ის სარეკომენდაციო ქმედებები, რაც მოსწავლეთა დაინტერესებას და მიღებულ შედეგებს გაზრდის.  ამისათვის მასწავლებელმა: 
·         უნდა შექმნას     თანამშრომლობითი სწავლების და ჯგუფურ მუშაობის გეგმა, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული უნარების განვითარებაზე და საშუალებას აძლევს მას, გაზომოს  მისაღწევი შედეგები; 
·         ჯგუფების დაკომპლექტებისა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები და ინდივიდუალური შესაძლებლობები, უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის ჩართულობა;
·         ამასთან უნდა შექმნას ჯგუფურ მუშაობისთვის უსაფრთხო გარემო და უბიძგოს მოსწავლეებს, იმოქმედონ გაბედულად; ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება;
·         გარემოს შექმნა, სადაც ყველა მონაწილე თანაბარუფლებიანია;
·         ძლიერ მხარეებზე და შესაძლებლობებზე ფოკუსირება ურთიერთობის პროცესში;
·         რესურსების შერჩევისას (წიგნები, ტექნიკა და ა.შ.) უნდა გაითვალისწინოს სხვადასხვა შესაძლებლობისა და ინტერესების მქონე ბავშვთა საჭიროებები, ასევე განსხვავებული კულტურის, რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის მოსწავლეთა მსოფლმხედველობა;
·         საჭიროების შემთხვევაში, თავადაც უნდა ჩაერთოს მასში და მითითება მისცეს მოსწავლეებს; 
   მასწავლებელი ჯგუფურ მუშაობის მიმდინარეობისას ასრულებს ფასილიტატორის როლს და არ ერევა პროცესში; ან ასრულებს შუამავლის როლს. მხოლოდ მაშინ ერევა სიტუაციაში,  როდესაც ნეგატიური შედეგის საფრთხე დგება.
    დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემები მასწავლებელმა უნდა გაანალიზოს და  გაითვალისწინოს მომავალი ჯგუფური მუშაობის დაგეგმვისას.
  მაშასადამე, სწავლებაში თანამშრომლობითი მეთოდების სწორი და მიზანმიმართული გამოყენების შემთხვევაში, შეგვიძლია სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და სასიამოვნორუტინადგადავაქციოთ და იმ მნიშვნელოვანი საქმის აქტიურ მონაწილედაც გავხადოთ, რასაც მოსწავლეთა სოციალიზაცია ეწოდება.
  ვფიქრობთ, განხორციებული აქტივობებით კვლევამ დასახულ მიზანს მიაღწია და კვლევის შედეგები საინტერესო იქნება სხვა მასწავლებლებისთვისაც.
  

 


        


 

     გამოყენებული ლიტერატურა:   


1.      ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2.      2.    ს.  ლობჯანიძე. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.     http://mastsavlebeli.ge/?p=281
3.      გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსი http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
4.      ზურაბიშვილი თ. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 წ.   http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173
5.      წულაძე ლ. „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ თბ. 2008.http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf
6.      გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014)  მანანა ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915
7.      განწყობის ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე.
12.     განმარტებითი ლექსიკონი /ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]
13.  ჯონ დიუი, სკოლა და საზოგადოება. ბავშვი და ცოდნის სტანდარტი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2013,
14.  Kolb, D.A., Experiential learning: experience as the source of learning and development, Englewood Cliffs, NJ: Prentice Hall, 1984, pp 38
15.  რატიანი ., ტრანსფერის სწავლება, ჟურნალი მასწავლებელი, 2013, 6 სექტემბერი, http://mastsavlebeli.ge/?p=2271
16.  ბოჭორიშვილი ., ტრანსფერის მნიშვნელობა და მისი სახეები, ჟურნალი მასწავლებელი, 2013, 3 ივნისი, http://mastsavlebeli.ge/?p=2350
17.  ბოჭორიშვილი ., ტრანსფერული ცოდნის შეძენის პროცედურები და შესაბამისი მეთოდური ინსტრუმენტები, ჟურნალი მასწავლებელი, 2012, 21 დეკემბერი, http://mastsavlebeli.ge/?p=2443

 























დანართი 1.         

 

კითხვარი მასწავლებლებისათვის

  სამტრედიის #12 სკოლაში  ტარდება კვლევა ,,თანამშრომლობითი სწავლების როლი საბუნებისმეტყველო საგნების   სწავლების ხარისხის   გაუმჯობესების პროცესში”.  თქვენი, როგორც პედაგოგის მონაწილეობა ამ კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია.   თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია და საჭირო არაა კითხვარზე თქვენი სახელისა და გვარის მითითება.

1.    დაგვეხმარება  თუ არა  თქვენი აზრით,  საბუნებისმეტყველო საგნების   სწავლების ხარისხის   გაუმჯობესების პროცესში  თანამშრომლობითი სწავლების  მეთოდი?
          O არა                                                                        
         O  დიახ
   O სხვა  (ჩაწერეთ თავად)-----------------------------------------------------------------------

2.    იყენებთ თუ არა თქვენს მოსწავლეებთან აქტიური სწავლების, კერძოდ თანამშრომლობითი სწავლების მეთოდს
o   არა  (ამ პასუხის არჩევისას გამოტოვეთ მესამე და მეოთხე  კითხვა)
o   დიახ
o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------

3.    რა სიხშირით იყენებთ ამ მეთოდს წავლებისას?
o   თვეში ერთხელ
o   კვირაში ერთხელ მაინც
o   ორ კვირაში ერთხელ მაინც
o   სემესტრში  ერთხელ მაინც
o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------
4.    რაში გეხმარებათ ყველაზე მეტად სწავლების პროცესში თანამშრომლობითი  მეთოდის გამოყენება? მიუწერე თითოეულს ქულა1-დან 7-მდე: ყველაზე მეტად რაშიც  გეხმარებათ მას 7... ყველაზე ნაკლებს კი1.  ქულები შეიძლება განმეორდეს))
o   გვეხმარება კონფლიქტური სიტუაციების დარეგულეირებაში
o   გადამწყვეტი ფაქტორია სწავლებისათვის  სასურველი ატმოსფეროს შექმნაში
o   გვეხმარება ნდობის  ამაღლებაში მოსწავლეების მიმართ.
o   გვეხმარება ბავშვის პრობლემების გააზრებაში.
o   ზოგიერთი მოსწავლის სწავლისადმი ინტერესისა გაზრდაში
o   მოსწავლეთა გაკვეთილზე ჩართულობის გაზრდის მიზნით 
o   წავლების ხარისხის გაზრდაში
5.    რა მიგაჩნია აუცილებლად, რომ ეფექტურად შევძლოთ სწავლებაში თანამშრომლობითი მეთოდის გამოყენება?
o   ტრენინგებზე დასწრება
o   გამოცდილი პედაგოგების გაკვეთილებზე დასწრება
o   შესაბამისი ლიტერატურის გაცნობა
o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------



დანართი 2.       
    კითხვარი მშობლებისთვის
სამტრედიის #12 სკოლაში  ტარდება კვლევა ,,თანამშრომლობითი სწავლების როლი საბუნებისმეტყველო საგნების   სწავლების ხარისხის   გაუმჯობესების პროცესში”.  თქვენი,  როგორც მშობლის მონაწილეობა ამ კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია.  თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია და საჭირო არაა კითხვარზე თქვენი სახელისა და გვარის მითითება.
1.      რომელი საგნების სწავლაა მეტად აინტერესებს თქვენს შვილს?  (მიუწერე თითოეულს ქულა1-დან 10-მდე: ყველაზე მეტად რომელიც  უყვარს და აინტერესებს მას 10... ყველაზე ნაკლებს კი1.  ქულები შეიძლება განმეორდეს)
o   ქართული ენა
o   რუსული ენა
o   ინგლისური ენა
o   მათემატიკა
o   ისტორია
o   ბიოლოგია
o   ფიზიკა
o   ქიმია
o   სამოქ. განათლება
o   სპორტი
o   ხელოვნება
o    
2.       აქვს თუ არა თქვენს შვილს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის ძლიერი მოტივაცია?
o   არა
o   კი
o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)--------------------------------------------------------------
3.     მიგაჩნიათ თუ არა, რომ რომ თქვენი შვილის ამა თუ იმ საგნით დაინტერება  მეტწილად მასწავლებლის როლითაა განპირობებული?
o   არა 
o   დიახ
o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------
4. უზრუნველყოფენ  თუ არა თქვენი შვილის პედაგოგები აქტიური სწავლების სხვადასხვა თანამედროვე მეთოდების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში?
o   არა
o   კი
o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)--------------------------------------------------------------

 

დანართი 3.         

  კითხვარი მოსწავლეებისთვის

   სამტრედიის #12 სკოლაში  ტარდება კვლევა ,,თანამშრომლობითი სწავლების როლი საბუნებისმეტყველო საგნების   სწავლების ხარისხის   გაუმჯობესების პროცესში”. 
       შენი მონაწილეობა ამ კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია.
       შენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია და საჭირო არაა კითხვარზე თქვენი სახელისა და გვარის მითითება.
1.    როდის სწავლობ უკეთ ახალ მასალას?
o   დამოუკიდებლად კითხვისას;
o   მასწავლებლის მოსმენით;
o   ჯგუფური მუშაობისას;
o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)--------------------------------------------------------------

2.    გაქვს თუ არა  საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის ძლიერი მოტივაცია?
o   არა
o   კი
o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)--------------------------------------------------------------

3.    მიგაჩნია თუ არა, რომ თანამშრომლობითი  მეთოდით სწავლება უფრო საინტერესოა შენთვის?
o   არა; 
o   დიახ;
o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------

4.    რომელი საგნის მასწავლებლის გაკვეთილები იწვევს ყველაზე მაღალ ინტერესს?
 (მიუწერე თითოეულს ქულა1-დან 10-მდე: ყველაზე მეტად რომელიც  გიყვარს და გაინტერესებს მას 10... ყველაზე ნაკლებს კი1.  ქულები შეიძლება განმეორდეს))
o   ქართული ენა
o   რუსული ენა
o   ინგლისური ენა
o   მათემატიკა
o   ისტორია
o   ბიოლოგია
o   ფიზიკა
o   ქიმია
o   სამოქ. განათლება
o   სპორტი
o   ხელოვნება
5.    არის თუა არა ეს ინტერესი შენი აზრით დამოკიდეებული, თუ  რამდენად ხშირად უზრუნველყოფს  შენი პედაგოგები თანამშრომლობითი სწავლების  მეთოდის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესშ?
o   არა; 
o   დიახ;

o   (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------
რეფლექსია
 სსიპ სამტრედიის #12 საჯარო სკოლა
ბიოლოგიის პედაგოგი: გულნარა ონიანი
სასწავლო პრაქტიკის  კვლევა:

   ,,თანამშრომლობითი სწავლების   როლი საბუნებისმეტყველო საგნების   სწავლების ხარისხის   გაუმჯობესების პროცესში
  კვლევის მიზანი იყო კვლევაში ჩართულმა პირებს დეტალურად შეგვესწავლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების  სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში თანამშრომლობითი მუშაობის  როლი, გავცნობოდით მასთან  დაკავშირებულ სირთულეებს და გამოგვენახა პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზები, რაც პედაგოგებს დაგვეხმარება მოსწავლეებში ჯანსაღი სოციალურ-სასწავლო ატმოსფეროს შექმნაში და რეალურად გააუმჯობესებს  მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას.
    თანამშრომლობითი სწავლების გახშირებით მიღებული სარგებელი ნათელია:  . სამტრედიის #12 სკოლის X და XI კლასის მოსწავლეების მაგალითზე ჩემი და ქიმიის მასწავლებლი ნინო ონიანის მიერ  ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეცვლილი სწავლების მიდგომების შედეგად  გაიზარდა მოსწავლეთა დამოკიდებულება  და ინტერესი სწავლისადმი, გაძლიერდა სწავლის მოტივაცია, გაიზარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხარისხი, მოსწავლეებს განუვითარდათ ცოდნის ტრანსფერისა და ახალი ცოდნის კონსტრუირების უნარები. კვლევამ ცხადყო, რომ შედეგად გაიზარდა როგორც  სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა სწავლების ხარისხი, ამავდროულად, ძლიერი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებშიც გაიზარდა უკეთ სწავლის მოტივაცია.
   იმისათვის, რომ     თანამშრომლობითი სწავლებას მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდეს, საჭიროა, მასწავლებელმა წინასწარ ან მოსწავლეებთან ერთად განსაზღვროს მისი მიზანი და მისაღწევი შედეგები, შეარჩიოს აქტივობები, შეიმუშაოს დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები. მუშაობის დაგეგმვის, პროცესის ორგანიზებისა და შედეგების განხილვისას გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა სხვადასხვა კუთხით განვითარებას.
კვლევის ფარგლებში ჩვენს მიერ განხორციელდა შემდეგი ინტერვენციები:
Ø  მოსწავლეებს გავაცანით ქიმიის და ბიოლოგიის ცოდნით თუ უცოდინრობით  გამოწვეული შედეგები;
Ø  გავაცანით საქსტატის მონაცემები გარემოს დაბნძურების  და მოსახლეობის ავადობების შესახებ;
Ø  მოსწავლეების მხრიდან მოხდა დაინტერესება აღნიშნულ საკიხებთან დაკავშირებით;
Ø  მოსწავლეების მხრიდან ქიმიისა და ბილოგიის საღაამოს მომზადება  დაიგეგმა  და განხორციელდა;
Ø  ბიოლოგიის სწვლების გაუმჯობესების მიზნით დავგეგმეთ და ვიმუშავეთ პროექტზე ,,გენეტიკური დაავადებები“,  შემდეგ კი მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია;
Ø   გაიმართა  მოსწავლეთა კონფერენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ- მოსწავლეებმა ჩემი ხელმძღვანელობით იმუშავეს პროექტებზე  ,,სამყარო თამბაქოს კვამლის გარეშე“  ,  ,,არა ნარკოტიკებს“,   ,,სამყარო მშვენიერია ნარკოტიკის გარეშე“;
Ø  განსაკუთრებული პასუხისმგებლობითმოხდა გადანაწილება როლების და დავალებების;
Ø  მოსწავლეები  მუშაობდნენ  ბროშურების შექმნაზე,  კედლის გაზეთების მომზადებაში, ინტერვიუების ჩაწერაში;
Ø   ტარდებოდა ჯგუფური სამუშაოები, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთად ამუშავებდნენ და აანალიზებდნენ საჭირო ტერმინოლოგიას და ინფორმაციას;
Ø  ეცნობოდნენ სხვადასხვა ვიზუალურ თუ ვიდეო რესურსებს;
Ø  ქმნიდნენ პრეზენტაციებს სხვადასხვა საშუალებებით;
Ø   წარმატებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ სუსტ მოსწავლეებს და პერიოდეულად ინფორმაციას მაწვდიდნენ მათი შედეგების შესახებ;
Ø  ხდებოდა შედეგების ერთობლივი გაანალიზება და თვითშეფასება;
     კვლევის შედეგებიდან ვასკვნით, რომ უდიდესი  შედეგის მომტანია თანამშრომლობით სწავლებაზე დაფუძნებული პროცესი. ამ დროს აქტიური მეთოდების გამოყენება აძლიერებს სწავლის მოტივაციას, ზრდის სწავლების ხარისხს, მოსწავლის საუკეთესო თვისებების განვითარებას უწყობს ხელს და ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებას განაპირობებს.
    განხორციელებული ინტერვენციების ფარგლებში პროექტებზე მუშაობით მოსწავლეები თავად მივიდნენ დასკნამდე, რომ ნიკოტინი და ნარკომანია ერთ-ერთი ცუდი სენია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. მოსწავლეებმა თავად გააკეთეს დასკვნა, რომ ყველაფერი, რასაც ის იწვევს – საკუთარი ჯანმრთელობის, სულიერი სიმშვიდის რღვევა… – შეუთავსებელია ჯანსაღ ცხოვრებასთან. ნარკომანია, მოსწავლეთა აზრით, უფრო მეტად დაავადებაა, ვიდრე დანაშაული. დაავადება, სადამდეც ადამიანი, უმეტესად, გაცნობიერებულად მიდის და მერე დამოკიდებული ხდება რაღაც უაზროზე, ნივთიერებაზე, საწამლავზე… – რის გამოც ჩადის დანაშაულს… მოსწვლეებმა მოიძიეს ინფორმაცია იმ ცნობილ ადამიანებზე,  რომლებიც გახდნენ ამ ნივთიერებების მსხვერპლნი, რომლებსაც თავის დროზე ყავდათ და ყავთ უამრავი თაყვანისმცემელი.
   მოსწვლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, რომ 2009 წელს მიღებული კანონის შესაბამისად, აშშ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ვალდებულნი არიან, 2012 წლიდან სიგარეტის კოლოფებზე ისეთი გამაფრთხილებელი გამოსახულებები დაბეჭდონ, როგორებიცაა: დაზიანებული ფილტვი, მკვდარი ადამიანის სხეული, ჭიანი კბილი და .. ასეთი გამაფრთხილებელი გამოსახულებები დატანილი უნდა იყოს კოლოფის ზედა ნაწილში და უნდა იკავებდეს 20 %– ზე არანაკლებ ფართობს თამბაქოს ნაწარმის ბეჭდურ რეკლამაშიც.” მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაფიქრდენ იმაზე, რომ მილიონობითაა ისეთი თამბაქოზე დამოკიდებული ადამიანი, რომელთა უმეტესობამაც შეიძლება კარგად არც კი იცოდეს რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მწეველს თამბაქომ. მწეველი როცა სიგარეტის კოლოფზევე ნახავს შემაძრწუნებელ ფოტოებს, რომლებზეც ასახულია ადამიანები, რომლებსაც იგივე მავნე ჩვევა ქონდათ და ასეთ შედეგამდე მივიდნენ, შეიძლება დაფიქრდეს, ღირს თუ არა მოწევის გაგრძელება. მოსწავლეებისათვის ასეთი გადაწყვეტილება მისაღებია, და სურთ იგივე ჩვენს ქვეყანაშიც იყოს უფრო მაღალ დონეზე ორგანიზებული, რადგან ამით შეიძლება შემცირდეს მწეველებისა და თამბაქოს წევით დაღუპულ ადამიანთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია.
  კვლევის მიმდინარეობისას შევძელით დასხული მიზნის შესრულება, შევძელით მოსწავლეების სხვადასხვა თავისებურებათა, ნიჭის, უნარისა და შესაძლებლობების უკეთ გამოყენება. ამით საგაკვეთილო პროცესი და კლასგარეშე აქტივობები უფრო შედეგიანად წარიმართა.
         ბილოგიის სწავლებასა და მოსწავლეების მიერ მიღწეულ შედეგებში შეინიშნა პოზიტიური ცვლილებები: მეათე კლასის 16 მოსწავლიდან ბიოლოგიის მიმართ ინტერვენციებამდე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა  4 მოსწავლე, ხოლო 2 მოსწავლე ვერ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი. ინტერვენციის შემდეგ ბიოლოგიის სწავლისას განსაკუთრებით დაინტერესებას იჩენს 8 მოსწავლე, ხოლო ის 2 მოსწავლე, რომელიც ვერ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი, უკვე აქტიურადაა ჩართული ბიოლოგიის სწავლის პროცესში. დანარჩენის სწავლის მოტივაცია  კი აშკარად გაიზარდა.
    მეთერთმეტე კლასის 23 მოსწავლიდან ინტერვენციებამდე ბიოლოგიის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა  5 მოსწავლე, ხოლო 3 მოსწავლე საერთოდ არ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი. ინტერვენციის შემდეგ ყველა მოსწავლის სწავლის მოტივაცია აშკარად გაიზარდა.  ბიოლოგიის სწავლისას განსაკუთრებით დაინტერესებას იჩენს უკვე 10 მოსწავლე, ხოლო ის 3 მოსწავლე, რომელიც ვერ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი, უკვე აქტიურადაა ჩართული ბიოლოგიის სწავლის პროცესში.
  უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კვლევას არა ჰქონდა ფუნდამენტური კვლევის წარმოების ამოცანა, რომლის მიზანიც იქნებოდა მეცნიერული ცოდნის გაღრმავება ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი ტექნოლოგიების ახსნა.  არამედ ეს კვლევა წარმოადგენს გამოყენებით პრაქტიკულ კვლევას, რომლის მიზანიც უკვე არსებული თეორიებისა და ტექნოლოგიების პრაქტიკაში უფრო ეფექტური დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს.
   კვლევის შედეგებიდან გამოიკვეთა,რომ ვერ მოვახერხეთ და გაგვიჭირდა ლიტარატურის სრული შესწავლა-გაანალიზება, რომელმაც მეტნაკლებად დააზარალა კვლევის შედეგი.
     ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა გავაცანით კოლეგებს.
     უკუკავშირი, იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. კოლეგების მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი აქტივობები ადრეც ხორციელდებოდა  და ვერ ხედავენ ვერავითარ სიახლეს.
     მათ დაადასტურეს თემის აქტუალობა და აღნიშნეს, რომ მიზანი შეესაბამება პრობლემატიკას, აგრეთვე კვლევის მეთოდები შესაბამისობაშია კვლევის მიზანთან. კოლეგები სრულად იზიარებენ კვლევის შედეგებს, რომელსაც გაითვალისწინებენ თავიანთ მუშაობაში.  გამოითქვა აზრი, რომ საჭიროა გაგრძელდეს ამ მიმართულებით მუშაობა, და ის უნდა იყოს ხანგრძლივი, სისტემური, მრავალმხრივი.
   კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის.  ისინი დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა განახორციელონ. თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან მოხდება.
     ვფიქრობთ, განხორციებული აქტივობებით კვლევამ დასახულ მიზანს მიაღწია და კვლევის შედეგები საინტერესო იქნება სხვა მასწავლებლებისთვისაც.