სსიპ სამტრედიის #12 საჯარო სკოლა
ბიოლოგიის პედაგოგი: გულნარა ონიანი
სასწავლო პრაქტიკის კვლევა:
,,თანამშრომლობითი სწავლების როლი საბუნებისმეტყველო
საგნების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში”
კვლევის მიზანი იყო კვლევაში ჩართულმა პირებს დეტალურად შეგვესწავლა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში
თანამშრომლობითი მუშაობის როლი, გავცნობოდით მასთან დაკავშირებულ
სირთულეებს და გამოგვენახა პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზები, რაც
პედაგოგებს დაგვეხმარება მოსწავლეებში ჯანსაღი სოციალურ-სასწავლო
ატმოსფეროს შექმნაში და რეალურად გააუმჯობესებს მოსწავლეთა აკადემიურ
მოსწრებას.
თანამშრომლობითი სწავლების გახშირებით მიღებული სარგებელი ნათელია: ქ.
სამტრედიის #12 სკოლის X და XI კლასის მოსწავლეების მაგალითზე ჩემი და ქიმიის
მასწავლებლი ნინო ონიანის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეცვლილი
სწავლების მიდგომების შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა დამოკიდებულება და
ინტერესი სწავლისადმი, გაძლიერდა სწავლის მოტივაცია, გაიზარდა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხარისხი, მოსწავლეებს
განუვითარდათ ცოდნის ტრანსფერისა და ახალი ცოდნის კონსტრუირების უნარები.
კვლევამ ცხადყო, რომ შედეგად გაიზარდა როგორც სუსტი აკადემიური მოსწრების
მოსწავლეთა სწავლების ხარისხი, ამავდროულად, ძლიერი აკადემიური მოსწრების
მოსწავლეებშიც გაიზარდა უკეთ სწავლის მოტივაცია.
იმისათვის, რომ თანამშრომლობითი სწავლებას მიზანმიმართული ხასიათი
ჰქონდეს, საჭიროა, მასწავლებელმა წინასწარ ან მოსწავლეებთან ერთად განსაზღვროს
მისი მიზანი და მისაღწევი შედეგები, შეარჩიოს აქტივობები, შეიმუშაოს
დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები. მუშაობის დაგეგმვის, პროცესის
ორგანიზებისა და შედეგების განხილვისას გასათვალისწინებელია ის გარემოებები,
რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა სხვადასხვა კუთხით განვითარებას.
კვლევის ფარგლებში ჩვენს მიერ განხორციელდა შემდეგი ინტერვენციები:
მოსწავლეებს გავაცანით ქიმიის და ბიოლოგიის ცოდნით თუ უცოდინრობით
გამოწვეული შედეგები;
გავაცანით საქსტატის მონაცემები გარემოს დაბნძურების და მოსახლეობის
ავადობების შესახებ;
მოსწავლეების მხრიდან მოხდა დაინტერესება აღნიშნულ საკიხებთან
დაკავშირებით;
მოსწავლეების მხრიდან ქიმიისა და ბილოგიის საღაამოს მომზადება დაიგეგმა
და განხორციელდა;
ბიოლოგიის სწვლების გაუმჯობესების მიზნით დავგეგმეთ და ვიმუშავეთ
პროექტზე ,,გენეტიკური დაავადებები“, შემდეგ კი მოეწყო მოსწავლეთა
ნამუშევრების პრეზენტაცია;
გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ-
მოსწავლეებმა ჩემი ხელმძღვანელობით იმუშავეს პროექტებზე ,,სამყარო
თამბაქოს კვამლის გარეშე“ , ,,არა ნარკოტიკებს“, ,,სამყარო მშვენიერია
ნარკოტიკის გარეშე“;
განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, მოხდა გადანაწილება როლების და
დავალებების;
მოსწავლეები მუშაობდნენ ბროშურების შექმნაზე, კედლის გაზეთების
მომზადებაში, ინტერვიუების ჩაწერაში;
ტარდებოდა ჯგუფური სამუშაოები, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთად
ამუშავებდნენ და აანალიზებდნენ საჭირო ტერმინოლოგიას და ინფორმაციას;
ეცნობოდნენ სხვადასხვა ვიზუალურ თუ ვიდეო რესურსებს;
ქმნიდნენ პრეზენტაციებს სხვადასხვა საშუალებებით;
წარმატებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ სუსტ მოსწავლეებს და
პერიოდეულად ინფორმაციას მაწვდიდნენ მათი შედეგების შესახებ;
ხდებოდა შედეგების ერთობლივი გაანალიზება და თვითშეფასება.
კვლევის შედეგებიდან ვასკვნით, რომ უდიდესი შედეგის მომტანია
თანამშრომლობით სწავლებაზე დაფუძნებული პროცესი. ამ დროს აქტიური
მეთოდების გამოყენება აძლიერებს სწავლის მოტივაციას, ზრდის სწავლების
ხარისხს, მოსწავლის საუკეთესო თვისებების განვითარებას უწყობს ხელს და ჯანსაღი
პიროვნების ჩამოყალიბებას განაპირობებს.
განხორციელებული ინტერვენციების ფარგლებში პროექტებზე მუშაობით
მოსწავლეები თავად მივიდნენ დასკნამდე, რომ ნიკოტინი და ნარკომანია ერთ-ერთი
ცუდი სენია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. მოსწავლეებმა
თავად გააკეთეს დასკვნა, რომ ყველაფერი, რასაც ის იწვევს – საკუთარი
ჯანმრთელობის, სულიერი სიმშვიდის რღვევა… – შეუთავსებელია ჯანსაღ
ცხოვრებასთან. ნარკომანია, მოსწავლეთა აზრით, უფრო მეტად დაავადებაა, ვიდრე
დანაშაული. დაავადება, სადამდეც ადამიანი, უმეტესად, გაცნობიერებულად მიდის
და მერე დამოკიდებული ხდება რაღაც უაზროზე, ნივთიერებაზე, საწამლავზე… –
რის გამოც ჩადის დანაშაულს… მოსწვლეებმა მოიძიეს ინფორმაცია იმ ცნობილ
ადამიანებზე, რომლებიც გახდნენ ამ ნივთიერებების მსხვერპლნი, რომლებსაც თავის
დროზე ყავდათ და ყავთ უამრავი თაყვანისმცემელი.
მოსწვლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, რომ 2009 წელს მიღებული კანონის
შესაბამისად, აშშ–ს თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ვალდებულნი არიან, 2012
წლიდან სიგარეტის კოლოფებზე ისეთი გამაფრთხილებელი გამოსახულებები
დაბეჭდონ, როგორებიცაა: დაზიანებული ფილტვი, მკვდარი ადამიანის სხეული,
ჭიანი კბილი და ა.შ. ასეთი გამაფრთხილებელი გამოსახულებები დატანილი უნდა
იყოს კოლოფის ზედა ნაწილში და უნდა იკავებდეს 20 %– ზე არანაკლებ ფართობს
თამბაქოს ნაწარმის ბეჭდურ რეკლამაშიც.” მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაფიქრდენ
იმაზე, რომ მილიონობითაა ისეთი თამბაქოზე დამოკიდებული ადამიანი, რომელთა
უმეტესობამაც შეიძლება კარგად არც კი იცოდეს რა ზიანი შეიძლება მოუტანოს
მწეველს თამბაქომ. მწეველი როცა სიგარეტის კოლოფზევე ნახავს შემაძრწუნებელ
ფოტოებს, რომლებზეც ასახულია ადამიანები, რომლებსაც იგივე მავნე ჩვევა ქონდათ
და ასეთ შედეგამდე მივიდნენ, შეიძლება დაფიქრდეს, ღირს თუ არა მოწევის
გაგრძელება. მოსწავლეებისათვის ასეთი გადაწყვეტილება მისაღებია, და სურთ იგივე
ჩვენს ქვეყანაშიც იყოს უფრო მაღალ დონეზე ორგანიზებული, რადგან ამით
შეიძლება შემცირდეს მწეველებისა და თამბაქოს წევით დაღუპულ ადამიანთა
რაოდენობის ზრდის ტენდენცია.
კვლევის მიმდინარეობისას შევძელით დასხული მიზნის შესრულება, შევძელით
მოსწავლეების სხვადასხვა თავისებურებათა, ნიჭის, უნარისა და შესაძლებლობების
უკეთ გამოყენება. ამით საგაკვეთილო პროცესი და კლასგარეშე აქტივობები უფრო
შედეგიანად წარიმართა.
ბილოგიის სწავლებასა და მოსწავლეების მიერ მიღწეულ შედეგებში შეინიშნა
პოზიტიური ცვლილებები: მეათე კლასის 16 მოსწავლიდან ბიოლოგიის მიმართ
ინტერვენციებამდე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა 4 მოსწავლე, ხოლო 2
მოსწავლე ვერ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი. ინტერვენციის შემდეგ
ბიოლოგიის სწავლისას განსაკუთრებით დაინტერესებას იჩენს 8 მოსწავლე, ხოლო ის
2 მოსწავლე, რომელიც ვერ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი, უკვე
აქტიურადაა ჩართული ბიოლოგიის სწავლის პროცესში. დანარჩენის სწავლის
მოტივაცია კი აშკარად გაიზარდა.
მეთერთმეტე კლასის 23 მოსწავლიდან ინტერვენციებამდე ბიოლოგიის მიმართ
განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა 5 მოსწავლე, ხოლო 3 მოსწავლე საერთოდ არ
ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი. ინტერვენციის შემდეგ ყველა
მოსწავლის სწავლის მოტივაცია აშკარად გაიზარდა. ბიოლოგიის სწავლისას
განსაკუთრებით დაინტერესებას იჩენს უკვე 10 მოსწავლე, ხოლო ის 3 მოსწავლე,
რომელიც ვერ ავლენდა ცოდნასა და იტერესს ამ საგნისადმი, უკვე აქტიურადაა
ჩართული ბიოლოგიის სწავლის პროცესში.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კვლევას არა ჰქონდა ფუნდამენტური კვლევის
წარმოების ამოცანა, რომლის მიზანიც იქნებოდა მეცნიერული ცოდნის გაღრმავება
ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი ტექნოლოგიების ახსნა. არამედ ეს
კვლევა წარმოადგენს გამოყენებით პრაქტიკულ კვლევას, რომლის მიზანიც უკვე
არსებული თეორიებისა და ტექნოლოგიების პრაქტიკაში უფრო ეფექტური დანერგვა
და გამოყენება წარმოადგენს.
კვლევის შედეგებიდან გამოიკვეთა,რომ ვერ მოვახერხეთ და გაგვიჭირდა
ლიტარატურის სრული შესწავლა-გაანალიზება, რომელმაც მეტნაკლებად
დააზარალა კვლევის შედეგი.
ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა გავაცანით კოლეგებს.
უკუკავშირი, იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. კოლეგების მცირე ნაწილს
მიაჩნია, რომ მსგავსი აქტივობები ადრეც ხორციელდებოდა და ვერ ხედავენ
ვერავითარ სიახლეს.
მათ დაადასტურეს თემის აქტუალობა და აღნიშნეს, რომ მიზანი შეესაბამება
პრობლემატიკას, აგრეთვე კვლევის მეთოდები შესაბამისობაშია კვლევის მიზანთან.
კოლეგები სრულად იზიარებენ კვლევის შედეგებს, რომელსაც გაითვალისწინებენ
თავიანთ მუშაობაში. გამოითქვა აზრი, რომ საჭიროა გაგრძელდეს ამ
მიმართულებით მუშაობა, და ის უნდა იყოს ხანგრძლივი, სისტემური,
მრავალმხრივი.
კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის. ისინი
დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა
განახორციელონ. თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან მოხდება.
ვფიქრობთ, განხორციებული აქტივობებით კვლევამ დასახულ მიზანს მიაღწია და
კვლევის შედეგები საინტერესო იქნება სხვა მასწავლებლებისთვისაც.

Комментариев нет:
Отправить комментарий